ყარაბაღში საომარი მოქმედებები გრძელდება
სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების ინფორმაციით, ყარაბაღში ინტენსიური საომარი მოქმედებები, რომელიც 27 სექტემბერს დაიწყო, ამჟამადაც გრძელდება.

“29 სექტემბერს, დილის საათებიდან აზერბაიჯანის არმია ქალაქ ფიზულის გათავისუფლების მიზნით საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებს. 07.00 -დან 08.00- საათამდე სომხური მხარის კიდევ ოთხი ტანკი გაანადგურეს ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა”, – აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება.

მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკის განადგურების საკითხზე ავრცელებს სომხური მხარეც.

სხვადასხვა ინტესივობის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რმადენიმე მიმართულებით სომხურმა ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თავდასხმები დააფიქსირეს და ცაკლეულ მონაკვეთებზე სადამსჯელო მოქმედებებით უპასუხეს, რის შედეგადაც მოწინააღმდეგემ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა როგორც ადამიანური, ასევე ტექნიკის სახით”, – წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი, შუშან სტეპანიანი ფეისბუკზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები