შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა
10:54 / 29.09.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის
მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,
1978 წელს დაბადებული ჟ.ი. და 1966 წელს დაბადებული ბ.ლ.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით
დააკავეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ჟ.ი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს
დააკავეს, როდესაც ის პარიზი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა. პოლიციამ,
მისი პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული
საშუალება „სუბუტექსის“ 330 აბი ამოიღო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.ლ.-მ აღნიშნული ნარკოტიკული
საშუალება ჟ.ი.-ს დახმარებით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
პოლიციამ ბ.ლ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში
დააკავა.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში
უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილის
„ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.