აზერბაიჯანის იერიშის შედეგად სამოქალაქო ავტობუსი აფეთქდა – სომხური მხარე
“სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, არცრუნ ჰოვჰანისიანის ცნობით, აზერბაიჯანის საჰაერო შეტევის შედეგად აფეთქდა სამოქალაქო ავტობუსი, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ”, – წერს სომხური საინფორმაციო საშუალების news.am.

მოგვიანებით, სომხური თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა შუშან სტეპანიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ იერიში მიიტანა ქალაქ ვარდენისში განლაგებულ სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის საჰაერო ძალის გამოყენებით.

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოს azerbaycan24-ის მიხედვით, აფეთქებულ ავტობუსს სომხეთიდან მთიანი ყარაბაღის მიმართულებით მოხალისეები გადაყავდა.

მომხდართან დაკავშირებით, ამ დრომდე აზერბაიჯანული მხარე კომენტარს არ აკეთებს. ასევე, უცნობია გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი.

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიწყო. მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, 27 სექტემბრის შემდეგ ორივე მხარეს, რამდენიმე ათეული სამხედროა გარდაცვლილი და რამდენიმე ასეული დაშავებული.
წყარო: ნეტგაზეთი
Print