საქართველოში კორონავირუსით 36-ე პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ
ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ეს დღეს ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე
შემთხვევაა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 5866 შემთხვევა ფიქსირდება,
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 2324 ადამიანი.