სიახლე
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით 36-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ეს დღეს ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 5866 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 2324 ადამიანი.

წყარო: ინტერპრესნიუსი
| Print |