პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც პროფსასწავლებლების სტუდენტებს ჯარი გადაუვადდებათ
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენიით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ.

აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა და “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებს ითვალისწინებს.

როგორც საქართველოს განათლების სამინისტროში აცხადებენ, პროექტის თანახმად, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ და ამის შემდეგ დაიწყონ სავალდებულო სამხედრო სამსახური.

კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე გადავადება მოხდება მხოლოდ ერთხელ და ისიც მხოლოდ პროგრამის ხანგრძლივობის ვადით.

წყარო: ნეტგაზეთი
Print