თამარისის ძიუდოს დარბაზის მშენებლობის დასასრულებლად გამოცხადებული ტენდერი მეოთხე ცდაზე შედგა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის ძიუდოს სპორტული დარბაზის მშენებლობის, დარჩენილი სამუშოების შესყიდვისათვის გამოცხადებული ტენდერი მეოთხე ცდაზე შედგა. ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ, „შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველო“-მ მიიღო, რომელმაც მერიას აამუშაოების განხორციელება 404 350 ლარად შესთავაზა. ის ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 105 კალენდარულ დღეში შეასრულოს.

თვეებია, რაც მარნეულის მერია სოფელ თამარისში ძიუდოს სპორტული დარბაზის მშენებლობის დარჩენილი სამუშაოების შესრულებისათვის 408 452 ლარიან ტენდერს აცხადებს. უარყოფითი შედეგებით დასრულდა 8 ივლისს, 6 აგვისტოს და 2 სექტემბეს გამოცხადებული ტენდერები. მეოთხე ტენდერი, კი რომელსაც გამარჯვებული უკვე ჰყავს, 22 სექტემბერს გამოცხადდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში ძიუდოს დარბაზის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის ტენდერი მერიას 2019 წლის 29 იანვარსაც ჰქონდა გამოცხადებული. მაშინ ტენდერში შპს „ანანა“-მ გაიმარჯვა, რომელმაც მარნეულის მერიას დარბაზის აშენება 777 777 ლარად შესთავაზა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, რომ ახალი ტენდერის გამოცხადება შპს „ანანა“-სთან შეწყვეტილი ხელშეკრულების გამო გახდა საჭირო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები