კორონავირუსით ინფიცირებულთა 70-ზე მეტი კრიტიკულად მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან კრიტიკულად მძიმე 70-ზე მეტი ადამიანია.

მისივე თქმით, დღეს დადასტურებული 887 შემთხვევიდან 342 არის აჭარა, 277 — თბილისი, 198 — იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი — 22, გურია — 11, შიდა ქართლი — 12, ქვემო ქართლი — 3, მცხეთა მთიანი — 10, კახეთი — 7, სამცხე-ჯავახეთი — 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 2.

16 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 15 327 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 7 613 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა — 124.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 721 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836, კოვიდ სასტუმროში 1 090 პირი მკურნალობს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:

სამეგრელო-ზემო-სვანეთი -22, გურიაში 11, შიდა ქართლი 12, ქვემო ქართლლი 3, მცხეთა მთიანი 10, კახეთი -7. სამცხე-ჯავახეთი -3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 2.

წყარო: On
Print