სპეცოპერაცია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე
რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე სპეცოპერაცია ჩატარდა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, სამართალდამცავებმა რუსთავი-თბილისის გზატკეცილზე 2 ავტომობილი გააჩხრიკეს.

სავარაუდოდ, ავტომობილებიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, დაკავებულია 2 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინფო რუსთავს” დაუდასტურეს, რომ საქმე ნარკორანაშაულს ეხება, თუმცა უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

წყარო: ინფო რუსთავი

Print