ქუთაისში მეცხრე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა.

მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: პირველი არხი
Print