404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/home/marneulifm/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან (FOTO)
დღეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ფაიგ გულიევი სტმურობდა.

ელჩთან შეხვედრაზე ესწრებოდნენ შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთის მოვალეობის შემსრულებელი ჰაჯი აივაზ მერდანოვი, უმაღლესი რელიგიური საბჭოს წევრი ჰაჯი ფაიგ ნაბიევი და აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომელი ანარ რასულოვი.

სამმართველოს სასულიერო ლიდერებმა ფაიგ გულიევს ელჩად დანიშვნა მიულოცეს და დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

შეიხმა ელჩს საქართველოში მუსლიმების მდგომარეობის, მუსლიმებსა და სხვა კონფესიებთან ურთიერთობის, მუსლიმი თემისა და სხელმწიფოს შორის ურთიერთობის, მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობის და მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან ასევე გაიხსენა გასულ წელს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერების აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტი და აღნიშნა, რომ მსგავასი ვიზიტები და შეხვედრები აუცილებელი და მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაღრმავებისათვის.

ელჩმაც თავის მხრივ სასულიერო ლიდერებს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ მისი ელჩად ყოფნის პერიოდში ის შეეცდება არსებული ურთიერთობების გაძლიერების და განვითარების მიმართულებით ძალ-ღონე არ დაიშუროს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს და სამახსოვრო სურათები გადაიღეს.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია