რას ვყიდით და ვყიდულობთ სომხეთში
მთიანი ყარაბაღში მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველომ დროებით შეაჩერა ნებართვები სამხედრო ტვირთების გატარებაზე სომხეთის მიმართულებით.

აკრძალვა რა თქმა უნდა, არ შეხებია სხვა პროდუქციის გატარებას, შესაბამისად, არ შეხებია არც ექსპორტ-იმპორტს. 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან სომხეთში 122,413 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო სომხეთიდან 263, 235 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა.

გთავაზობთ Top-10 პროდუქტს, რაც 2020 წელს ვიყიდეთ და გავყიდეთ სომხეთში. (წყარო: საქსტატი)

საქართველოდან სომხეთში ექსპორტირებული Top-10 პროდუქტი:

დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 6,067 მლნ დოლარი
სატვირთო ავტომობილები 5,673 მლნ დოლარი ( 50 ერთეული)
ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები 4,065 მლნ დოლარი
მსუბუქი ავტომობილები 4,021 მლნ დოლარი (653 ერთეული)
სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი 4,021 მლნ დოლარი
გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნაშო, ახალი 3,665 მლნ დოლარი
ციტრუსების ნაყოფი, ახალი ან გამხმარი 3,415 მლნ დოლარი
ნაწარმი თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული ნარევებისაგან 3,195 მლნ დოლარი
ფქვილი და გრანულები ხორცის თევზის ან კიბოსნაირებისაგან 2,876 მლნ დოლარი
ბულდოზერები, ავტორეიდერები, ესკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა 2,710 მლნ დოლარი ( 53 ერთეული)
დანარჩენი საექსპორტო საქონელი: 82,710 მლნ აშშ დოლარი
სომხეთიდან საქართველოში იმპორტირებული Top-10 უმსხვილესი პროდუქტი:

მადნები და კონცენტრანტები სპილენძის 189,151 მლნ დოლარი
მადნები და კონცენტრანტები ძვირფასი ლითონებისა 39,439 მლნ დოლარი
ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები 7,354 მლნ აშშ დოლარი
ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა 3,176 დოლარი
სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან 2,826 მლნ დოლარი
ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 2,238 მლნ დოლარი
ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან 1,901 მლნ დოლარი
სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 1,433 მლნ დოლარი
პლასტმასის სამშენებლო დეტალები 975,2 ათასი დოლარი
ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან 457,3 ათასი დოლარი
სხვა ინპორტირებული საქონელი : 13,778 მლნ აშშ დოლარი
ცნობისთვის, 2019 წელს საქართველოდან სომხეთში 432,574 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა. სომხეთიდან კი 267, 679 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა.

წყარო: BPN
Print