აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის
არმიამ ხოჯავენდის რაიონში სამი სოფელი გაათავისუფლა.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა „ტვიტერში“ დაწერა.
„გაუმარჯოს აზერბაიჯანის არმიას. ყარაბაღი
აზერბაიჯანია“, – წერს ალიევი „ტვიტერზე“.
სომხეთში ალიევის განცხადებას ჯერჯერობით არ ეხმაურებიან.