404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/home/marneulifm/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ჯავახებმა სომხეთს სამი “უაზ”-ის ავტომობილი აჩუქეს
ჯავახეთის მოსახლეობამ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს “უაზ” მარკის სამი ავტომანქანა აჩუქა. ამის შესახებ ფონდ “ჯავახკი” იტყობინება.

“ჯავახკ” ფონდის ერთ-ერთმა ახალგაზრდა აკტივიტმა, კარენ პაპიკიანმა, Facebook-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ “ჯავახკ” ფონდის შემოწირულობის შედეგად “უაზ” მარკის ორი ავტომობილი იყო შეძენილი, კიდევ ერთი მანქანა ახალციხის სომხებმა აჩუქეს, საერთო ჯამში სომხეთს სამი ავტომობილი გადაეცა.

ფონდ “ჯავახკ”-მა რამოდენიმე დღეში $270,000 შეაგროვა

ფონდ “ჯავახკ”-მა სრულიად სომხეთის ფონდში 269 130 დოლარი გადარიცხა

როგორც “ჯავახკ” ფონდიდან გვაცნობეს, სახსრების შეგროვების საერთო ეროვნული შეკრება გრძელდება.

ჩვენ სახსრების შეგროვების მეორე ეტაპი დაიწყო. მე ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდებ სახსრების შეგროვებაში მიიღონ მონაწილეობა. აქ ფულის რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანის მონაწილეობა. უკვე ახლა საკმაოდ დიდი თანხაა შეგროვილი”,- თქვა ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, აშოტ ნახატაკიანმა.


FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია