404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/home/marneulifm/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ჩვენ ვართ განჯასთან - პლატფორმა „სალამის“ წევრები
გვსურს აღვნიშნოთ რომ ჩვენ, პლატფორმა „სალამის“ წევრები, ვართ საქართველოს მოქალაქეები და ამიტომაც, ჩვენს განცხადებებში, ტექსტებში და გამოსვლებშიც ყოველთვის ამ პოზიციიდან ვოპერირებთ.

ჩვენი უმთავრესი საზრუნავი და მიზანი საქართველოში სამართლიანი და სოლიდარული საზოგადოების მშენებლობაა.

ბოლო დღეების განმავლობაში გულისყურით ვაკვირდებოდით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე კონფლიქტს და ამ პერიოდის განმავლობაში პოზიცია შეგნებულად არ გამოგვიხატავს. მაგრამ ჩვენ ჩვენს გულებში და გონებაში, ჩუმად, ჩვენთვის ვგლოვობდით ყველა უდანაშაულო ადამიანის და ბავშვის სიკვდილს. ისიც ვიცოდით, რომ ეს ომი რუსული იმპერიალიზმის და კოლონიალიზმის, პოლიტიკური ელიტების ძალაუფლების სიყვარულის და ვიწრო ეთნო შოვინიზმის შედეგია. ჩვენ გვესმოდა, რომ არც 30 წლის წინ, არც ამ 30 წლის განმავლობაში და არც ახლა, უბრალოდ ხალხი ვერ გაიმარჯვებდა ამ ომში. უფრო მეტიც, ჩვენ ვიცოდით, ეს კონფლიქტიც უბრალო ხალხის კისერზე გადავიდოდა და ომების, მილიტარიზმის და ძალადობის საფასურს სწორედ ეს ხალხი გადაიხდიდა საკუთარი სიცოცხლით, ჯანმრთელობითა და ფსიქიკით. ვიცოდით, რომ ყველაზე მეტი დანაკარგები, ყველაზე განადგურებული, ყველაზე ტრამვირებული, საბოლოოდ, მაინც უბრალო ხალხი იქნებოდა.

გვტკივა იმის გააზრება, რომ გუშინდელ ღამეს ეს ყველაფერი სიმართლედ იქცა. გვტკივა, რომ ქალაქ განჯას აწ უკვე დაღუპული მშვიდობიანი მოსახლენი, რომლებიც შორს იყვნენ კონფლიქტის რეგიონიდან და რომლებიც გუშინ ღამით დასაძინებლად დაწვნენ, ვეღარ გაიღვიძებენ.

ჩვენ გვჯერა სამართლიანობის, ჩვენ გვწამს სოლიდარობის, ადამიანის ღირსებისა და ადამიანის სიცოცხლისა. ამასთანავე, გვინდა ვთქვათ, რომ კონფლიქტის რეგიონიდან შორს, არასადავო ტერიტორიებზე აგრესიის გადატანა და მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვა არის არაჰუმანურობის ზენიტი ქალაქ განჯაშიც და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშიც.

ამიტომაც ჩვენ, პლატფორმა „სალამი“ ვგმობთ ომს, ძალადობას და მკვლელობებს. ვგმობთ ქალაქ განჯას დაბომბვას და ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ განჯასთან, ვართ მშვიდობიან მოსახლეობასთან. გვჯერა, რომ შოვინიზმმა, მილიტარიზმმა და ძალადობამ ვერ უნდა შეძლოს ჩვენი გაჩუმება.

ჩვენ არ ვჩუმდებით და მოგიწოდებთ ვილოცოთ განჯასთვის, დავგმოთ განჯას დაბომბვა და დავგმოთ ტერორიზმი, რადგანაც ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ამის მეტი არაფერი ძალგვიძს.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია