სიახლე
მხარეები ერთმანეთს მეორე ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ | ყარაბაღის კონფლიქტი
სომხური და აზერბაიჯანული მხარეები ერთმანეთს მეორე ჰუმანიტარული ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ, რომელიც 18 ოქტომბრის 00.00-საათიდან შევიდა ძალაში.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამთენიისას აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლი გახსნა.

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს ახალი ჰუმანიტარული ზავი და 07:20 საათზე, საარტილეირო ცეცხლის შემდეგ, დაიწყეს შეტევა ფრონტის სამხრეთ მიმართულებაზე, სასურველი პოზიციების დასაკავებლად” – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სომხური მხარის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს ზავის უკვე მეორედ დარღვევის ფაქტია და იგი მიიღებს ყველა ზომას, რათა აზერბაიჯანმა დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ზავის ძალაში შესვიდან მალევე დაარღვია. ინფორმაციას აზერბაიჯანული APA ავრცელებს.

მოწინააღმდეგემ შუაღამისას საარტინერიო ცეცხლი გახსნა ჯაბრაილის მიმდებარე პოზიციების საწინააღმდეგოდ. ასევე მდინარე არაზის გასწვრივ არსებული სოფლების მიმართულებით. არ არიან დაღუპულები. განხორციელდა ატეკვატური მოქმედებები ჩვენი ძალების მხრიდან.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, სომხეთმა ცეცხლი გახსნა ასევე კონფლიქტის ზონის მიღმა არსებული სასაზღვრო პოზიციების მიმართულებითაც.

“18 ოქტომბერს 00:05 საათიდან 04:00 საათამდე, სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს ჭამბარაკის, გადაბაის, ბერდისა და ტოვუზის რაიონებში.” ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.” –
ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

მხარეთა თანახმად, მეორე ჰუმანიტარული ზავი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან ამოქმედდება.

კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის ჰუმანიტარული ზავი გასულ კვირასაც ამოქმედდა მოსკოვში, ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ჩართულობით, დაახლოებით 11- საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ. თუმცა, საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე არ შეწყვეტილა. ორივე მხარე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგე არღვევს ზავის პირობებს.

მხარეთა ცნობით, მეორე შეთანხმების მიღწევისას, მხედველობაში მიიღეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების – საფრანგეთის, რუსეთისა და აშშ-ის – პრეზიდენტთა განცხადებები, 10 ოქტომბერს მოსკოვში მიღწეულ შეთანხმებასთან ერთად.

აღნიშნულს წინ უძღოდა აზერბაიჯანის განცხადება, რომლის თანახმადაც 17 ოქტომბერს, 01:00 საათზე, მოწინააღმდეგემ კვლავ დაბომბა ქალაქი განჯა, რასაც 10-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. საპასუხო განცხადება მალევე გაავრცელა სომხურმა მხარემ და მისი ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ცეცხლის გახსნა უარყო. თავის მხრივ, სომხეთი სტეფანაკერტის დაბომბვაზე საუბრობდა აზერბაიჯანის მხრიდან.
წყარო: ნეტგაზეთი
| Print |