აზერბაიჯანის არმიის მიერ განხორციელებული მოქმედებების შედეგად,
ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით მტრის ცოცხალი ძალა და ტექნიკა
განადგურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის
თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, განადგურებულია ორი T-72 ტიპის ტანკი, ოთხი -
BM-21 "Grad" YARS-ის სარაკეტო სისტემა, D-30 ტიპის ქვემეხი და 5
ჯავშანმანქანა.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მათი ჯარი ოპერატიულ
ვითარებას მთელ ფრონტზე აკონტროლებს.