ილჰამ ალიევი: ქალაქი ზანგილანი და რაიონის 6 სოფელი ოკუპაციისგან გათავისუფლდა
აზერბაიჯანის არმია ზანგილანის რაიონში შევიდა, - ამის შესახებ აზებაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომელმაც მოსახლეობას მიმართა.

ალიევის თქმით, ქალაქი ზანგილანი და რაიონის 6 სოფელი ოკუპაციისგან გათავისუფლდა.

"სოფლები ჰავალი, ზერნელი, მამედბეილი, ჰაქარი, შარიფანი, მუღანლი და ქალაქი ზანგილანი! ზანგილანი ჩვენია! ყარაბაღი ჩვენია!", - განაცხადა ალიევმა.

ილჰამ ალიევის თქმით, ის დანაპირებს ასრულებს.

”ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, მთავარი ამოცანა აზერბაიჯანის მიწების დაბრუნება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ჩვენ დღეს ამას ვაკეთებთ. მოლაპარაკებები, რომლებიც თითქმის 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, წარუმატებელი აღმოჩნდა. სიმაგრეები, რომლებიც სომხები ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმართეს, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ამ მიწების დაბრუნებას არ აპირებდნენ. ისინი უბრალოდ გვატყუებდნენ ჩვენ და საერთაშორისო შუამავლებს და დროს წელავდნენ”, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ისინი დიდი დაბრუნების პირას არიან. ყველა აზერბაიჯანელი იძულებით გადაადგილებული პირი მრავალი წლის განმავლობაში ამ ოცნებით ცხოვრობდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის შესანიშნავი პირობები შეიქმნა. მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ ამ წლის განმავლობაში ჩვენ დევნილი ოჯახებისთვუს 7000 ბინის გადაცემას ვგეგმავთ. სახლები და ბინები 300 000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ პირს გადაეცა", - განაცხადა ალიევმა.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები