მარნეულის 58 სკოლა არჩევნების გამო სამი დღით დაიხურება
მარნეულის მუნიციპალიტეტის 58 საჯარო სკოლაში მომდევნო კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

20 ოქტომბერს, საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ არჩევნების დღემდე სამი დღით ადრე, სკოლებში სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი, სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. მინისტრის განმარტებით, ეს დღეები საარჩევნო უბნის გახსნის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების განხორციელებისათვისაა საჭირო.

მარნეულში სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ექვს სკოლაში 19 კლასი კორონავირუსის გამო დაიხურა და დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. როგორც მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქენან ომაროვი რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, სკოლების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მასწავლებლების და მოსწავლეების დაინფიცირებამ გამოიწვია. რიგ შემთხვევაში კი კლასები კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტის გამო დაიხურა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები