404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 1998 წელს დაბადებული ქალის დაზიანებების შესახებ პოლიციაში შეტყობინება ლაგოდეხის საავადმყოფოდან შევიდა და დაუყოვნებლივი საგამოძიებო ღონისძიებები დაიწყო. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევა 20 ოქტომბერს მოხდა. დაჭრილი გადაყვანილია ლაგოდეხის “არქიმედეს” სავადმყოფოში, სადაც “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის დღეს ბინაზე გაეწერება.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია