ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს.
როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 1998
წელს დაბადებული ქალის დაზიანებების შესახებ პოლიციაში შეტყობინება
ლაგოდეხის საავადმყოფოდან შევიდა და დაუყოვნებლივი საგამოძიებო
ღონისძიებები დაიწყო. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით
მიმდინარეობს.
შემთხვევა 20 ოქტომბერს მოხდა. დაჭრილი გადაყვანილია ლაგოდეხის
“არქიმედეს” სავადმყოფოში, სადაც “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ
პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის დღეს ბინაზე
გაეწერება.