დმანისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან ორმხრივი სროლისას ოთხი ადამიანი დაიჭრა
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. დაპირისპირებამ შემდეგ გარე პერიმეტრზე გადაინაცვლა, სადაც იყო ორმხრივი სროლა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ოთხი ადამიანი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნასვამები იყვნენ. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

წყარო: imedinews.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები