"კურიერის" ინფორმაციით, თავდამსხმელი მძევლებთან ერთად ვერტმფრენისკენ გაემართა
"კურიერის" ინფორმაციით, თავდამსხმელი სამ მძევალთან ერთად, სავარაუდოდ, იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც ვერტმფრენი დაეშვა.

მანამდე კი, "კურიერის" ცნობით, ბანკის შენობაში სპეციალური მანქანებით თანხა მიიტანეს, რის შემდეგაც თავდამსხმელმა სამის გარდა ყველა მძევალი გამოუშვა. სწორედ სამ მძევალთან ერთად დატოვა ბოროტმოქმედმა ბანკის შენობა და სავარაუდოდ, ვერტმფრენისკენ გაემართა.


rustavi2.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები