საქართველოში კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამასთან, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 178 ადამიანია გარდაცვლილი. გამოჯანმრთელდა კიდევ 398 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 401.

სულ საქართველოში კორონავირუსის 22803 შემთხვევაა დადასტურებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები