საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი
გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ
გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ამასთან, საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 398 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა
საერთო რაოდენობა 9 401-ს შეადგენს.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 178 ადამიანია გარდაცვლილი.