რატომ გახდა საჭირო მარნეულის 10 საბავშვო ბაღისთვის ელექტროღუმელების შეძენა
მარნეულის მუნიციპალიტეტის 10 საბავშვო ბაღისთვის ელექტროღუმელების შესყიდვისთვის გამოცხადებული ტენდერი შედგა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ხელშეკრულება ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიასთან შპს „ონლაინმედთან“ დადო. „ონლაინმედმა“ 10 ცალი ელექროღუმელის შესყიდვა მერიას 23 444 ლარად შესთავაზა.

როგორც მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა, ზაურ ქარამოვმა თქვა, სამზარეულოში ტექნიკის გამოცვლა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ახალი სტანდარტი დამტკიცდა. 

„ამ სტანდარტის მიხედვით, საბავშვო ბაღებში, სადაც სამაზარეულო და ბაღი ერთ შენობაშია, არ შეიძლება იყოს გაზქურა. უნდა იყოს ელექროღუმელები. თუ სამზარეულო ცაკლკე დგას, შესაძლებელია მიმწოდებელთან შეთანხმებით დამტებითი აღჭურვილობის შედეგ შეიძლება დარჩეს გაზქურები, მაგრამ ჩვენთან  სამზარეულოების უმეტესობა  ბაღის შენობებშია. ამიტომ ვიყიდეთ ყველასთვის, უსაფრთხოებისთვის“

ქარამოვის თქმით, მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია დღისბოლომდე ყველა ბაღში მიიტანს ელექტროღუმელებს.

„დღეს ბოლო პარტია მოდის ოთხკამფორიანი ელექტროღუმელების. ახლა რჩება მონტაჟი და სამფაზიანი დენის გაყვანა. ველოდებით ენერგო-პრო-ჯორჯიას. მერიის მხრიდან უკვე ყველაფერი გაკეთდა, ანუ ღუმელები შევიძინეთ, ჩამრთველებიც ვიყიდეთ, კაბელებიც შეძენილია. ველოდებით რომ სამფაზიანი დენი გაიყვანონ და ამის შემდეგ დავიწყებთ მუშაობას. “

მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზდელო პროცესი 12 ოქტომბერს მხოლოდ ოთხ ბაღში საიმერლოს, სადახლოს, ალგეთისა და ქალაქ მარნეულის N3 საბავშვო ბაღში განახლდა.  აქედან ორმა სააღმზრდელო დაწესებულებამ მუშაობა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო მალევე შეწყვიტა. რაც შეეხება 10 ბაღს, მუშაობას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც სამზარეულოში ელექტროღუმელები დამონტაჟდება

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები