“საქართველოს ბანკის” ქობულეთის ფილიალთან ინკასაციის მანქანა გაძარცვეს
ქობულეთში დღეს, 22 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკთან” ინკასაციის მანქანა გაძარცვეს. როგორც ბანკში ნეტგაზეთს განუცხადეს, საინკასაციო მანქანა ეკუთვნის კომპანია DDG-ის, რომელიც “საქართველოს ბანკის ჯგუფში” შემავალი კომპანიაა.

DDG საქართველოს მასშტაბით 3 ათასზე მეტ თვითმომსახურების ტერმინალს ფლობს, გარდა ამისა, კომპანია, ასევე მხარდაჭერას უწევს “საქართველოს ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალთა ქსელს.

სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციით, ძარცვის შედეგად წაღებულია რამდენიმე ათეული ათასი ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება აღნიშნულ საკითხზე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები