ხობში ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ კაცი დაიღუპა
ქალაქ ხობში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ერთი პირი დაიღუპა. შემთხვევა 22 ოქტომბერს, შუადღისას მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილია 1973 წელს დაბადებული კაცი. ის შემთხვევის ადგილის დატოვების შემდეგ, საკუთარი სახლის ეზოში დაიღუპა. ჯერ დაუდგენელია, არის თუ არა მიღებული დაზიანებები სიკვდილის უშუალო მიზეზი.

შსს-ს ცნობით, გარდაცვლილის გარდა, კონფლიქტში ორი პირი მონაწილეობდა. ორივე მათგანი დაკავებულია.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები