404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
“ილჰამ ალიევი ხალხთან ერთად აზერბაიჯანის ახალ ისტორიას წერს” – მეჰრიბან ალიევა
მეჰრიბან ალიევა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ცოლი და ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო apa.az-თან, 27 სექტემბერს დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებში აზერბაიჯანის გამარჯვებაზე საუბრობს.

“გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ დღეს აზერბაიჯანელი ხალხი პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ახალ ისტორიას წერს. ჩვენი გამარჯვების ისტორიას!

მე ვხედავ, როგორ გაერთიანდა ხალხი საკუთარი პრეზიდენტის გარშემო. როგორი სიმამაცით აღიქვა სახელმწიფოს მეთაურის მოწოდებები ჩვენი საერთო მიზნისთვის, ოკუპირებული აზერბაიჯანული მიწების გასათავისუფლებლად”,
– ამბობს მეჰრიბან ალიევა.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, აზერბაიჯანის არმია კონფლიქტის ზონაში საზღვარს ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან სრულად აკონტროლებს. ასევე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ახალი დასახლებების აღების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია.

ფუზულის რაიონის სოფლები: მოლაველი, იუხარი რეფიდინლი და აშაღი რეფიდინლი

ჯაბრაილის რაიონის სოფლები: სირიკი, შიხლარი, მესთელიბელი და დერზილი

ზენგილანის რაიონის სოფლები: კოლუგიშლაღი, მალათკეშინი, სოფელი ზენგილანი, გენლიქი, ველიგულუბელი, ღარადერე, ჩოპედერე, თათარი, თირი, ემირხანლი, გარღული, ბართაზი, დელეკლი და აღბენდი.



სომხური მხარე არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საბრძოლო მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანმა გარკვეული ტერიტორიები დაიკავა.
მხარეებმა ომის განახლების შემდეგ რუსეთის შუამავლობით ორი ჰუმანიტარული ზავი დადეს, თუმცა ზავის გაფორმებიდან მალევე, ორივე მხარემ განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე ცეცხლის შეწყვეტის პირობებს არღვევდა. რამდენიმე დღის წინ მხარეებმა განაცხადეს, რომ მზად იყვნენ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში ჩართულიყვნენ, თუმცა გუშინ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეუძლებელია კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარება და მოსახლეობას მოხალისეობრივი ფორმირებების შექმნისკენ მოუწოდა. ხვალ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ში ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს ცალ-ცალკე შეხვდებიან და კონფლიქტის შესახებ ისაუბრებენ.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია