საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 350 პირი გამოჯანმრთელდა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 350 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 9 751-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 183-ს შეადგენს.
Print