404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები სტრატეგიული მნიშვნელობისაა
აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებს ორივე ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ყოველთვის ჰქონდა. ეს ურთიერთობები ორი ხალხის ეროვნული ინტერესებითაა განპირობებული, - განუცხადა Report.ge-ს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველო-აზერბაიჯანის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ.

მისი თქმით, აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

" მინდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანი წარმოადგენს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, რომელთანაც საქართველოს გააჩნია მჭიდრო ურთიერთობები და აქტიური თანამშრომლობა როგორც აღმასულებელ, ისე საპარლამენტო დონეზე. ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს აკავშირებს ისტორიული მეგობრობა, ხოლო ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს. ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება დინამიურად, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია რეგიონში ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და განვითარების თვალსაზრისით.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ მშვიდობის დამყარებას მოლაპარაკების გზით ალტერნატივა არ გააჩნია - სწორედ ამისკენ მოუწოდა პრემიერ მინისტრმა გახარიამ კონფლიქტის ორივე მხარეს და ჩვენ შევთავაზეთ თბილისი, როგორც დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის გამართვის ადგილი. ჩვენს რეგიონში მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია და სწორედ მშვიდობა წარმოადგენს ჩვენი ხალხისა და ქვეყნების განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობას,"
- განაცხადა კახა კუჭავამ.


ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია,- ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის წევრმა ისკო დასენმა განაცხადა.

"აზერბაიჯანთან მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს, განსაკუთრებით, ენერგეტიკის მიმართულებით, საწვავის იმპორტის დიდი ნაწილი აზერბაიჯანიდან ხორციელდება. თანამშრომლობა გვაქვს არა მარტო ენერგეტიკაში, აგრარული პროდუქტების დიდი ნაწილი შემოდის აზერბაიჯანიდან და პირიქით, საქართველოდანაც გადის სოფლის მეურნეობის პროდუქტები, მათ შორის, ღვინო.

ვიმედოვნებ, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები სამომავლოდ უფრო გაღრმავდება და ამით დამატებით ეკონომიკურ სარგებელს ორივე მხარე მიიღებს,"
- განაცხადა ისკო დასენმა.


გარდა მასშტაბური ერთობლივი ეკონომიკური პროექტებისა, აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას უპირობოდ უჭერენ მხარს.

წყარო: report.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია