საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 24 ოქტომბრის სტატისტიკის
თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 427 მძიმე პაციენტია.
ოფიციალური ცნობით, ამ ეტაპზე ქვეყანაში აქტიური ინფიცირებული
შემთხვევა 16 121-ს აღწევს, რომელთაგან 3 571 პაციენტი საავადმყოფოში
მკურნალობს. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 97 პირი.
“2 293 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 353 – აჭარაში, ხოლო
728 – თბილისში. 10 257 მკურნალობს ბინაზე”, – ამბობენ
მთავრობაში.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 10 პაციენტი.