აზერბაიჯანის პროკურატურა: 27 სექტემბრიდან დღემდე 65 ადამიანი დაიღუპა, 297 დაიჭრა
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 სექტემბრიდან დღემდე, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 65 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 297 დაიჭრა.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, ზიანი მიადგა 398 სამოქალაქო ობიექტს, 90 მრავალბინიან კორპუსს და 2,174 საცხოვრებელ კორპუსს.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან დღემდე, სომხეთის შეიარაღებული ძალების აგრესიის შედეგად, 8 აზერბაიჯანელი სკოლის მოსწავლე დაიღუპა და 16 დაიჭრა.

წყარო: report.ge
Print