ქვემო ქართლში COVID-19-ით ინფიცირებულთა ოდენობის მნიშვნელოვნად
ზრდის შედეგი საქორწილო სუფრაა.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი,
ამირან გამყრელიძე ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან
პანდემიის კრიზისის თანმდევი რეგულაციები.
“[ვირუსმა] მნიშვნელოვნად წამოიწია ასევე ქვემო ქართლში 107
შემთხვევა. ეს უკავშირდება ისევ და ისევ დიდ შეკრებებს. იყო საქორწილო
სუფრა და ამან გამოიწვია ეპიდ-აფეთქვება ერთ-ერთ სოფელში და
შესაბამისად მისი გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში“, – განაცხადა
მან.
24 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1 941 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 1034 შემთხვევა თბილისზე მოდის, 320 –
აჭარაზე, 258 კი – იმერეთზე.
მთავრობის ცნობით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებული 427 მძიმე
პაციენტია, რომელთა შორის 97 – აპარატზეა შეერთებული.