404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ქართულმა ოცნებამ თვენახევარში 10 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღო
მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ 1 ექტემბრიდან 12 ოქტომბრამდე ათ მილიონზე მეტი ლარის შემოწირულება მიიღო. ამ პერიოში პარტიის შემოსავლების დიდი ნაწილი სწორედ შემოწირულებებია.

შემოწირულებების რაოდენობით მეორე ადგილზე ლელოა — დაახლოებით 2.5 მილიონი ლარით. მეორე და მესამე ადგლზე ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი არიან, მეხუთე ადგილზე კი, პატრიოტთა ალიანსი.

სულ, დაახლოებით თვენახევარში პარტიებმა თითქმის 23 მილიონი ლარი შემოსავლები მიიღეს.

საარჩევნო პერიოდის დეკლარაციების მიხედვით, პარტიების შემოსავლების შესახებ ანგარიში აუდიტის სამსახურმა მოამზადა. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ყველა საარჩევნო სუბიექტს აქვს, თუმცა დოკუმენტში ასახულია მხოლოდ ისინი, რომელთა ხარჯები აღემატება 100 000 ლარს.

პარტიების შემოწირულებები ასეთია:
  • ქართული ოცნება — 10 139 707;
  • ლელო — 2 599 290;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2 295 309;
  • სტრატეგია აღმაშენებელი — 2 015 505;
  • პატრიოტთა ალიანსი — 1 886 805;
  • ევროპული საქართველო — 1 646 295;
  • თავისუფალი საქართველო — 392 900;
  • სოციალური სამართლიანობისთვის — 274 149;
  • ლეიბორისტული პარტია — 123 986;
  • დემოკრატიული მოძრაობა — 145 300;
  • მოქალაქეები — 162 565;
  • თავისუფალი დემოკრატები — 73 880;
  • ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა — 107 400;
  • სოციალ-დემოკრატები — 92 384;
  • სხვა დანაჩენი — 646 770.
გარდა შემოწირულებებისა, ამ პარტიების უმრავლესობა ბიუჯეტიდანაც იღებს შემოსავალს. თუმცა ყველას შემოწირულება ბევრად აღემატება ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებს.

წყარო: On
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია