საფრანგეთმა თურქეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია
საფრანგეთმა თურქეთიდან საკუთარი ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

საფრანგეთი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას საჯაროდ გმობს.

„პრეზიდენტ ერდოღანის კომენტარები მიუღებელია. გადამეტებული უხეშობა მეთოდი არ არის. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ერდოღანმა შეცვალოს თავისი პოლიტიკა, რადგან ის ყველა კუთხით სახიფათოა. ჩვენ არასაჯარო დაპირისპირებებში არ ვმონაწილეობთ და ამ შეურაცხყოფას არ მივიღებთ“,
– განუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.

დღეს სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მუსლიმებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამო, მკურნალობა სჭირდება.

წყარო: პირველი არხი
Print