ალიევი: სომხეთმა აზერბაიჯანის შიდა არასტაბილურობით ისარგებლა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ამერიკულ ტელეკომპანია Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ბრძოლა წააგო და არა ომი.

"ეს ობიექტური მიზეზების გამო მოხდა. აზერბაიჯანში შიდა არასტაბილურობა იყო და სომხეთმა ამით ისარგებლა”, - აღნიშნა ალიევმა.

ილჰამ ალიევის განცხადებით საბრძოლო მოქმედებები აზერბაიჯანს არ დაუწყია, თუმცა ამ საკითხზე, ჯერჯერობით, არცერთი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენელს უსაუბრია.

"27 სექტემბერს შეტევაზე სომხეთი გადმოვიდა და ამის მიზანი მოლაპარაკებების პროცესის საბოლოოდ ჩაშლა იყო. მათ მსგავსი რამ ივლისშიც გააკეთეს. ამის შემდეგ, ისინი თავს დაესხნენ ჩვენს ძალებს სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე. აგვისტოში სომხეთმა დივერსიული ჯგუფი გაგზავნა და ჩვენს სამხედრო პოზიციებზე, მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამხედრო მოსამსახურეებზე შეტევა განახორციელა. 27 სექტემბერს მათ მძიმე საარტილერიო იარაღით დაბომბვა დაიწყეს. დღეისათვის 63 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, თითქმის 300 ადამიანი კი დაჭრილი. ამრიგად, შეტევა სომხეთმა დაიწყო, ჩვენ კი თავი უნდა დაგვეცვა და მათთვის პასუხი გაგვეცა. ჩვენი პასუხი საკმაოდ ადეკვატური იყო, ამის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის განთავისუფლება შევძელით”, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ცეცხლის შესახებ შეთანხმება აზერბაიჯანული მხარის მიერ დაირღვა.

"ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ორჯერ შევთანხმდით. პირველი შეთანხმება სომხეთმა ღამით დაარღვია, ღამის 1 საათზე მძინარე ქალაქს რაკეტა ესროლა. მეორედ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ მხოლოდ ორი წუთი გასტანა. აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის მტკიცებულება არ არსებობს", - აღნიშნა ალიევმა.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები