რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო მიკროავტობუსი ამობრუნდა — დაშავებულია 2 ადამიანი
რიკოთის უღელტეხილზე, სამგზავრო მიკროავტობუსი ჯებირს შეეჯახა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად 2
ადამიანია დაშავებული.

როგორც On.ge-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

წყარო: On
Print