ჰაჯიევი: საფრანგეთის პარლამენტის ზოგიერთი წევრი "სომხური ლობის" მიერ ფინანსდებიან
სომხური მედია იტყობინება, რომ საფრანგეთის საპარლამენტო დელეგაცია სომხეთსა და აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებს ესტუმრა. იმ ვითარებაში, როდესაც სომხეთის სამხედრო აგრესია აზერბაიჯანის წინააღმდეგ გრძელდება, ხოლო ოფიციალური ერევანი აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით, ტერორსა და მასობრივ ომს სჩადის, საფრანგეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი სომხეთში ცალმხრივი და მიკერძოებული ქმედებაა. საიდუმლო არ არის, რომ საფრანგეთის პარლამენტის მრავალი წევრი, რომლებიც ვიზიტში მონაწილეობდნენ სომხურ ლობისთან არიან დაკავშირებული და მათ მიერ ფინანსდებიან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიკმეთ ჰაჯიევმა განაცხადა.

”საფრანგეთი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა. თანათავმჯდომარე ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ნეიტრალიტეტი და მიუკერძოებლობა. ეს ვიზიტი ეჭვქვეშ აყენებს საფრანგეთის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის, ნეიტრალიტეტს", - დასძინა ჰაჯიევმა.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები