აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი განცხადებას ავრცელებს.

"სომეხი ნაციონალისტების სეპარატისტული მცდელობების პრობლემა, სამწუხაროდ, კავკასიისთვის ახალი არ არის. ამ აქტივობის განვითარება, თანაც ტერორისტულ კონტექტსში, მათ ჯერ კიდევ ХХ წლის დასაწყისში დაიწყეს. ასე 1905 წელს სომეხი ტერორისტების მსხვერპლი ბაქოს მაშინდელი გუბერნატორი, თავადი მიხეილ ნაკაშიძე გახდა. ეს ქმედებები სულ უფრო იზრდებოდა და 1918 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შედეგად ჩვენი ქვეყნების მიმართ სომხეთის მმართველების ღია ტერიტორიული პრეტენზიები გამოიკვეთა. მათი მცდელობები, აზერბაიჯანის მიწები მიითვისონ და საქართველოს ლორეს ოლქის მიიტაცონ, ქრესტომათიულია და შემდგომ კომენტარს არ საჭიროებს. მხოლოდ ის შეიძლება აღინიშნოს, რომ იმ დროს, როდესაც სომეხი "სტრატეგები" საქართველოს ფარგლებში შემოიჭრნენ, მაშინდელი ტიფლისის დიდ და შეძლებულ სომხურ საზოგადოებაში დაშნაკის მთავრობის სასარგებლოდ თანხებისა და მოხალისეების მოსაზიდად კამპანია დაიწყო. რითი დამთავრდა ეს ყველაფერი მაშინ, მშვენივრად ცნობილია.

ამბობენ, რომ ისტორიას აქვს განმეორების ჩვევა. სამწუხაროდ, სეპარატისტულ-ტერორისტული აზროვნების გამოუკვლეველი ჟანგი საბჭოთა ხელისუფლების ბევრი წლის განმავლობაშიც ფარულად ჭამდა ჩვენს რეგიონს. მის ბოლოს 1988 წელს ეს სეპარატიზმის ღია დეკლარირებაში გადაიზარდა, რომლის ლოზუნგი იყო "მიაცუმა", ანუ სომხეთიდან მხრიდან აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის ანშლუსი. რითი დასრულდა სომეხი ნაციონალისტების ეს გააქტიურება, ასევე ცნობილია. საკმარისია გავიხსენოთ მხოლოდ ომის დანაშაულები და გენოციდის აქტები, რომლებიც მათ 1992 წელს აზერბაიჯანის ქალაქ ხოჯალიში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინეს, სადაც ერთ ღამეში 613 ადამიანი სასტიკად მოკლეს და აფხაზეთის ქართველი მოსახლეობა, რომელსაც 1993 წელს მასობრივად გაუსწორდნენ, მათ შორის ბოევიკების მონაწილეობით. რომლებმაც უკვე მიიღეს შესაბამისი "გამოცდილება" აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის მიწებზე.

ამრიგად, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკიდან მართული ნაციონალიზმის მორიგი ტალღის აგორების საქმიანობა შეუძლებელია არ იწვევდეს ანალოგიებს.

როგორც ცნობილია, ერთი თვის წინ, 27 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლების თითქმის 30 წლის განმავლობაში უკანონოდ ახდენდნენ აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის ტერიტორიების ოკუპაციას, ახალი აგრესია სცადეს, მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ობიექტები მიზანმიმართულად დაბომბეს. ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმების სამიზნე იყო აზერბაიჯანის ქალაქები, რომლებიც ფრონტის ხაზიდან ათობით და ასობით კილომეტრშია განლაგებული. 4, 11 და 17 ოქტომბერს განჯის დაბომბვა ყველაზე შემზარავი და სისხლიანი გახდა ამ რიგში. შედეგად, 25 ადამიანი დაიღუპა და 139 ადამიანი დაშავდა. ყველა საერთაშორისო კლასიფიკაციის თანახმად, მძინარე ქალაქის, საცხოვრებელი უბნების დაბომბვა განიხილება, როგორც ომის დანაშაული, ხოლო ვინც ის ჩაიდინა, პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული. ზოგადად, 27 სექტემბრიდან 23 ოქტომბრამდე აზერბაიჯანის 63 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 298 დაიჭრა.

ამჟამად აზერბაიჯანი და მისი შეიარაღებული ძალები, ქვეყნის მოსახლეობის დაცვისა და საფრთხეების განეიტრალების დანიშნულების შესაბამისად, თავდაცვაზე განუყოფელი უფლების განხორციელებით, რომელიც გაერო-ს წესდების 51-ე მუხლით არის განმტკიცებული, ახორციელებს წარმატებულ ოპერაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის აღსადგენად. მათი შედეგი იქნება ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირის დაბრუნება, რომლებმაც ეთნიკური წმენდა და მშობლიური მიწებიდან განდევნა გაიარეს. უფრო მეტიც, აზერბაიჯანი, ფაქტობრივად, ახლა თვითონ ახორციელებს საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს "საოკუპაციო ძალების სრული, დაუყოვნებელი და უპირობოდ გაყვანის შესახებ" მათ მიერ აზერბაიჯანის მიტაცებული ტერიტორიებიდან. ეს მოთხოვნები არსებობდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ოთხ რეზოლუციაში (822, 853, 874, 884), რომლებიც 1993 წელს მიიღეს, მაგრამ სომხეთმა ისინი უგულებელყო.

არადა, საქართველოში ნებისმიერ პასუხისმგებლიან და შორსმჭვრეტელ ადამიანს არ შეუძლია არ მიესალმოს სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრეცედენტს. ჩვენც აზერბაიჯანში ვგრძნობთ გაგებას და სოლიდარობას საქართველოს მრავალი მოქალაქის მხრიდან, მისი ოფიციალური სტრუქტურების შეწონილ პოზიციას, რომელიც გამიზნულია მშვიდობის შენარჩუნებასა და საფრთხეების აღკვეთისკენ, რომელიც ზოგადად მთელი რეგიონის სტაბილურობასა და მდგრად განვითარებას ემუქრება.

თუმცა, ამ პოზიტიურ ფონზე მკვეთრი დისონანსის სახით გამოირჩევა ოფიციალური ერევნის მიერ ინსპირირებული მცდელობები, აღძრას საქართველოს სომხურ მოსახლეობაში აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილეობის სურვილი. ამ მცდელობებმა აქტიური ხასიათი მიიღო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სომხებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. სექტემბრის ბოლოდან აქ იმართებოდა სხვადასხვა კომპანიები ფინანსური სახსრების მოსაზიდად და "მოხალისეებში" ჩასაწერად. მიზანი სომხეთის სამხედრო სტრუქტურების მხარდაჭერაა, რომლებიც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დარტყმების შედეგად თვალსაჩინოდ იშლება. ანუ, ფაქტობრივად, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან - აზერბაიჯანთან შეიარაღებული ბრძოლისთვის აქეზებენ.

ასევე აღვნიშნავთ, რომ ამგვარი საქმიანობა ყველა საერთაშორისო წესს ეწინააღმდეგება. ასე, გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2014 წელს მიღებულ რეზოლუციაში 2178 პირდაპირ აღნიშნულია, რომ ”პირები, რომლებიც მიემართებიან ქვეყანაში, რომელიც არ არის მათი საცხოვრებელი ან მოქალაქეობის ქვეყანა, ტერორისტული აქტების ჩადენის, დაგეგმვის, მომზადებისთვის ან მონაწილეობის მიზნით და ტერორისტების მომზადებისთვის ან ასეთი მომზადების გასავლელად, მათ შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ”კლასიფიცირდება როგორც” უცხოელი ტერორისტი მებრძოლები”. ხოლო გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2017 წელს მიღებული რეზოლუცია 2396 ავალდებულებს ამ გლობალური ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ იძულების აუცილებელი ზომები ტერორისტებისა და ტერორისტული ჯგუფების გადასროლის თავიდან აცილების მიზნით. ბოლო პერიოდში საერთაშორისო დონეზე ასევე შემუშავდა უფრო ქმედითი მექანიზმები, რომლებიც ხელს უშლის ტერორიზმის დაფინანსებას და სხვა სახის უკანონო ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მშვიდობისა და სტაბილურობის შერყევას.

თუმცა ერევნის მითითებით საქართველოში მოქმედი ემისრები ქვეყნის სომხური თემის წევრებს უბიძგებენ სწორედ იმ დანაშაულის მკაფიო მხარდაჭერისა და თანამონაწილეობისკენ, რომლისთვისაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო კანონმდებლობის დონეზე.

ამ საშიში ტენდენციის მორიგი თვალსაჩინო მტკიცებულება 22 ოქტომბერს საქართველოს სომეხი ახალგაზრდობის კავშირის მიერ ორგანიზებული მსვლელობა და მიტინგი გახდა. მონაწილეებმა მსვლელობის დროს ააფრიალეს ქსოვილის ნაჭრები სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული დროშის ფერებში, მარჯვნივ გამოსახული თეთრი სამკუთხედით. თბილისის ცენტრში უკანონო საოკუპაციო ხუნტის რეჟიმის ამ სიმბოლოების ღია დემონსტრაცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დამყარდა აზერბაიჯანის ყარაბაღის მიტაცებულ ტერიტორიებზე, რომელიც ახლა აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის მიწების კანონიერ მფლობელებს უბრუნდება, მიუღებელია. აქციის მონაწილეები საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორების, აზერბაიჯანისა და თურქეთის სახელმწიფოს მეთაურებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. სასულიერო პირი გამოვიდა აგრესიული სიტყვებით, რომელიც ნაკლებად შეესაბამება ქრისტიანი პასტორის სტატუსს და განაცხადა, რომ სასულიერო პირები ასევე მზად არიან, იარაღით "საზღვარზე დადგნენ". მიტინგის ფარგლებში ასევე მოეწყო თანხების შეგროვება უკანონო საოკუპაციო რეჟიმის მხარდასაჭერად.

უფრო მეტიც, ამ თვითნებობის დამკვეთები 25 ოქტომბერს მსგავსი აქციის განხორციელებას ბათუმშიც გეგმავენ. შესაბამის მიმართვებს ამ ქვეყნის გენერალური საკონსულო ავრცელებს. ამრიგად, სახეზეა დაგეგმილი და მავნე მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო შეთანხმების საფუძვლების შელახვასა და სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური სტაბილურობის, უსაფრთხოების და თანამშრომლობის კლიმატის მოწამვლას.

რა გითხრათ, როდესაც სიტყვები ზედმეტია. ყველაფერი თავისი ქმედებებით თავად ამ სეპარატისტების შაბაშმა თქვეს, რომლებმაც ყველა დაშვებულ ზღვარს გადააჭარბეს. სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტური პრინციპისადმი ასეთი უპატივცემულობა, რომელსაც საქართველო იცავს, ოკუპაციის გახანგრძლივების ხელშეწყობის სურვილი და იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ გაპარტახებულ კერებში დაბრუნებისთვის ხელის შეშლა რა არის, თუ არა კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა, რომელიც სეპარატისტულ ტრენდს მოწმობს. ამ ტრენდის ლოგიკური შედეგი, თუ ის მტკიცედ არ იქნება ახლა აღკვეთილი, იქნება სომხეთის დროშის ფერებში ქსოვილის ქვეშ მორიგი მსვლელობა, მაგრამ ზემოდან მას უკვე თეთრი სამკუთხედი - ჯავახეთში სეპარატიზმის სიმბოლო იქნება.

ჩვენი რეგიონის ყველა ხალხმა უნდა ისწავლოს გასული საუკუნე-ნახევრის ისტორიიდან, რომ არ დაუშვან იგივე ფატალური შეცდომები, რომლებიც წარსულში ძვირად დაგვიჯდა და მომავალში ჩვენი განვითარების პერსპექტივას საფრთხეს უქმნის. ამიტომ, საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოვთოკოთ სეპარატიზმის, ტერორიზმისა და აგრესიის გამღვივებლები. მხოლოდ ასე შევძლებთ სამხრეთ კავკასიაში ჩვენი საერთო მშვიდობიანი სახლის აშენებას",-ნათქვამია განცხადებაში.

ყარაბაღში, აზერბაიჯანში სომხური სეპარატიზმის სიმბოლო
ჯავახეთში, საქართველოში სომხური სეპარატიზმის სიმბოლო


წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები