თბილისში "ტერაბანკის" ფილიალში უცნობი პირი შეღწევას ცდილობდა
გუშინ, 25 ოქტომბერს თბილისში, ვირსალაძის ქუჩაზე "ტერაბანკის" ერთ-ერთი ფილიალში სპეციალური ხელსაწყოებით შეიარაღებული პირი შენობაში შეღწევას ცდილობდა.

თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგაც თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მან ვერაფრის წაღება ვერ შეძლო.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, 22 ოქტომბერს ქობულეთში ინკასატორი დააყაჩაღეს და, სავარაუდოდ, 55 000 ლარი წაართვეს.
21 ოქტომბერს ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი, დაახლოებით, 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბანკში შეჭრილი შეიარაღებული პირი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა და მიიღო კიდეც. აქვე, "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო. ყველაზე მასშტაბური ძარცვა 22 სექტემბერს ქუთაისში მოხდა, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელექსპრესიდან" ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ნახევარი მილიონი ლარი და ძვირფასი ნივთები წაიღეს.

წყარო: mtavari.tv
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები