საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 603 პირი გამოჯანმრთელდა
11:07 / 26.10.2020
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 603 პაციენტი
გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 11 370-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა.
კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა
215-ს შეადგენს.