საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად ამ დროისთვის 249 საწოლია თავისუფალი
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად 249 საწოლია თავისუფალი.

ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 1872 პაციენტი დაინფიცირდა. ინფიცირების საერთო მაჩვენებელი ქვეყანაში ამ დროისთვის 30 303-ს შეადგენს.

რაც შეეხება გარდაცვლილთა მაჩვენებელს, დაიღუპა კიდევ 14 პაციენტი. კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა უკვე 215-ია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები