სოფელ ბადიაურში ავარიას 30 წლამდე ახალგაზრდა ემსხვერპლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა.

მერსედესის მარკის ავტომანქანა სოფელ კაზლარის მკვიდრს ი.ე-ს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ცენტრალური გზის გადაკვეთას ცდილობდა.

ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

წყარო: ivrisi.org.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები