გამყრელიძე Covid-ის მართვაში სამედიცინოს სტუდენტების ჩართვაზე: მე-4 კურსის სტუდენტები მიჰყავდათ მე-2 მსოფლიო ომში
NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის პანდემიას მეორე მსოფლიო ომს ადარებს და აცხადებს, რომ მაშინაც იყენებდნენ და ომში უმშვებდნენ სამედიცინო ფაკულტეტის მაღალკურსელებს. ასე გამოეხმაურა ის, საკოორდინაციო საბჭოს ახალ ინიციატივას სტუდენტებისგან მედპერსონალის ბაზის შექმნაზე.

"მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ ომში ვართ. მე ისტორია კარგად მაქვს ნასწავლი თავის დროზე, მეოთხე კურსის სტუდენტები მიჰყავდათ მეორე მსოფლიო ომში, როცა მათ ძირითადი უკვე გავლილი ჰქონდათ. პანდემია ომზე ნაკლები არ გახლავთ, გამიგეთ, ამიტომ, როცა საჭიროა, უნდა მოხდეს სრული მობილიზება სამედიცინო პერსონალის", — განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, შედგენილია მოკლე კურსი კორონავირუსზე, რომელსაც სტუდენტები გაივლიან და იმუშავებენ ექიმთა ასისტენტებად.

"მე როცა მეხუთე კურსზე ვიყავი, მთელ სამედიცინო ჩარევებს ვაკეთებდი. მითუმეტეს, ქოლცენტრით მართვა ადამიანის და რეკომენდაციების მიცემა თავისუფლად შეიძლება", — აცხადებს ის.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განცხადა, რომ სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელებს გადაამზადებენ და მედპერსონალის რეზერვი შეიქმნება. მისი თქმით, სტუდენტები გაივლიან სწრაფ კურსს და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში. ჩხენკელმა აღნიშნა, რომ დღეს ხვდება უნივერსიტეტების რექტორებსა და ფაკულტეტების ხელმძღვანელებს და მაქსიმუმ ერთ კვირაში იქნება უფროსკურსელების ბაზა, რომლებმაც სწრაფი ტრენინგი გაიარეს.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები