მამუკა ხაზარაძეს მაღალი ტემპერატურა და ფილტვების ანთება აქვს
კორონავირუსით ინფიცირებულ „ლელოს" თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს პნევმონია აქვს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი განმარტებით, მამუკა ხაზარაძეს ასევე მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

„მამუკა ხაზარაძე ისევ ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება. მაღალი ტემპერატურა აქვს. გუშინ ფილტვების ანთება დაუფიქსირდა",
- განმარტავენ "ლელოს" პრესსამსახურში.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მამუკა ხაზარაძე თავს მხნედ გრძნობს და დისტანციურად აქტიურად მონაწილეობს "ლელოს" წინასაარჩევნო კამპანიაში.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძის ინფიცირების შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ხაზარაძის განცხადებით, მას დაბალი სიცხე დაუფიქსირდა, რის გამოც Pcr ტესტი გაიკეთა. ტესტმა covid 19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები