404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
საქართველოში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა
კლინიკა „ჯერარსში“ კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. 69 წლის ქალი ახალქალაქიდან თბილისში 19 ოქტომბერს გადმოიყვანეს. როგორც ცნობილია, ის ახალქალაქის სასწრაფო დახმარების ექიმი იყო.

კლინიკის სამედიცინო დირექტორი, დავით ყაზაიშვილი „პუბლიკასთან“ განმარტავს, რომ პაციენტი კლინიკა „ჯერარსში“ შეყვანისას ძალიან მძიმე და რთულ მდგომარეობაში იყო.

„მას ჰქონდა დიაგნოსტირებული კოვიდპნევმონია. გადმოიყვანეს ფილტვის მძიმე დაზიანებით და გარდაიცვალა გუშინ დილას, 7 საათზე“, – აღნიშნა სამედიცინო დირექტორმა.

გარდაცვლილი ექიმის შესახებ ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

„ძალიან ვწუხვარ, რომ დავკარგეთ ერთი კოლეგა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ექიმებს, როგორც ყველა ჩვენს სხვა მოქალაქეს ესაჭიროება გაფრთხილება და სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი ის თხოვნები და მოწოდებები, რომ დავიცვათ დისტანცია და გამოვიყენოთ პირბადე. ექიმები, სწორედ ისევე ატარებენ რისკს და ისინი არიან პირველ ხაზზე, როგორც ჩვენი მოქალაქეები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათ ჯანმრთელობასაც გაფრთხილება ესაჭიროებათ“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

წყარო: publika.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია