404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
“ეს რეჟიმი უნდა წავიდეს” – სოსო ჯაჭვლიანი “ქართული ოცნებიდან” მიდის
სოსო ჯაჭვლიანმა “ქართული ოცნებიდან” წასვლის შესახებ განცხადება 26 ოქტომბერს “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
მის ამ განცხადებას კი წინ უძღოდა მკლავჭიდის ფედერაციაში მომხდარი დაპირისპირების განხილვა, რა დროსაც ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული კამპანიის “ავანი და ჩავანი” თბილისის მერი, კახა კალაძეა.

“კალაძემ ხო თქვა, მე არ ვიცი სოსო ჩვენი გუნდის წევრია თუ არაო, ეს თვითონ მის ნამუსზე იყოს. ჰოდა, მე ეხლა დღეიდან, ამ წუთიდან მე არ ვარ “ქართული ოცნების” წევრი, იმ ზონდერბრიგადის წევრი მე ვერასდროს ვერ ვიქნები. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, ეს რეჟიმი უნდა წავიდეს. ეს რეჟიმია, აბა, რა არის”,
– განაცხადა ჯაჭვლიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ არის “ამ რეჟიმის შემოქმედი”, კალაძე თუ ბიძინა ივანიშვილი, ჯაჭვლიანმა უპასუხა, რომ “ამ რეჟიმის შემოქმედი არის გუნდი”.

ჯაჭვლიანის თქმით, მკლავჭიდის ფედერაციაში 17 ოქტომბერს მომხდარ დაპირისპირებამდე თბილისის მერის, კახა კალაძის ცოლის ძმამ, გიორგი არეშიძემ მას შეუთვალა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მკლავჭიდის ფედერაციას არ დატოვებდა, “ისინი შავ პიარს აუგორებდნენ”. ჯაჭვლიანის განცხადებით, ამის შემდეგ ის კალაძესთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა ერთი თვის განმავლობაში მასთან შეხვედრა ვერ მოახერხა. როგორც ჯაჭვლიანმა განმარტა, მკლავჭიდელები, ვინც მის წინააღდეგ გამოდიან, სწორედ არეშიძის მეგობრები არიან.

ამასთან, ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ მის მეუღლეს ნიღბიანი პირები დახვდნენ და შეუთვალეს, რომ ჯაჭვლიანს მკლავჭიდის ფედერაცია დაეტოვებინა.

პირდაპირ ეთერში საუბრისას სოსო ჯაჭვლიანმა თქვა, რომ მას ფედერაციის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ბიძინა ივანიშვილთანაც ჰქონდა საუბარი, თუმცა ივანიშვილმა უთხრა, რომ მკლავჭიდის ფედერაციის საქმიანობაში ვერ ჩაერეოდა.

მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში, 17 ოქტომბერს, გამგეობის სხდომაზე სოსო ჯაჭვლიანს მკლავჭიდელები დაუპირისპირდნენ და სხდომა ჩაშალეს. სასტუმრო “ბომონდ გარდენში”, სადაც სხდომა უნდა ჩატარებულიყო, მკლავჭიედელები მივიდნენ და ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის გადადგომა მოითხოვეს, რის შემდეგაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

“რუსთავი2”-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მისულმა სპორტსმენებმა ჯაჭვლიანს წყალი შეასხეს და კვერცხები ესროლეს. ისინი ფედერაციის პრეზიდენტს ერთპიროვნულ მმართველობაში ადანაშაულებდნენ. ტელეარხის თანახმად, ჯაჭვლიანი დღევანდელ სხდომაზე აპირებდა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, რასაც ასევე მოჰყვა დაპირისპირება.

დაპირისპირების შემდეგ გამგეობის სხდომა გადაიდო. სპორტსმენები ამბობდენ, რომ არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას, სანამ პრეზიდენტი თანამდებობას არ დატოვებდა.

გასულ თვეში საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის წევრები ამბობდნენ, რომ ფედერაციის პრეზიდენტი, სოსო ჯაჭვლიანი რამდენიმე მწვრთნელის ჩანაცვლებას პირადი ინტერესების გამო გეგმავდა. მათი მტკიცებით, ჯაჭვლიანმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მწვრთნელებმა მათი კუთვნილი პრემიიდან ჯაჭვლიანისთვის გარკვეული თანხის მიცემა შეწყვიტეს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია