404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
დამიდასტურდა კოვიდ-19, ვწყვეტ საჯარო კამპანიას – კუკავა
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა კუკავას თქმით, მას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ კუკავამ ინფორმაცია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

“მეგობრებო, სამწუხაროდ, დამიდასტურდა კოვიდ 19, ამიტომაც ამ წუთიდან, ბუნებრივია, ვწყვეტ საჯარო კამპანიას. თავს ვგრძნობ კარგად და შევეცდები დისტანციურად გვერდში დავუდგე ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში”,
– დაწერა კუკავამ ფეისბუკზე.

26 ოქტომბრის დილის მონაცემებით, დღემდე საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 11 370 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 215 კი გარდაიცვალა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია