საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 32 127-მდე
გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად
შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 1262 პაციენტი და საერთო რაოდენობა 12 632-ს
შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 757 მოქალაქე, ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობას 3 847ადამიანი გადის. ამასთან,
კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2238-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა და
გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 238-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.